პორტლანდცემენტის კლინკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პორტლანდცემენტის კლინკერი''' − პორტლანდცემენტის ხარისხს გ...)

14:09, 1 ივლისი 2022-ის ვერსია

პორტლანდცემენტის კლინკერი − პორტლანდცემენტის ხარისხს განსაზღვრავს კლინკერი, ხო-ლო დანამატები განსაზღვრავს მის თვისებებს. კლინკერის ხარისხი დამოკიდებულია მის ქიმიურ და მინერალურ შედგენილობაზე. კლინკერი ჩვეულებრივ შედგება 10-40 მმ ზომის შეც-ხობილი გრანულებისაგან. აქვს რთული მიკროსტრუქტურა, რადგან შეიცავს კრისტალური ფაზის მთელ რიგს და მინისებრი ფაზის მცირე რაოდენობას. კლინკერის ძირითადი მინერა-ლებია: ალიტი, ბელიტი, სამკალციუმიანი ალუმინატი და კალციუმის ალუმინოფერიტი. კ. ქი-მიური შედგენილობა ანუ ოქსიდების მასითი რაოდენობა პროცენტებში ასეთია: CaO – 63-66%, SiO2 – 21-24%, Aℓ2O3 – 4-8% და Fe2O3 – 2-4%. მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 95-97%-ს. მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს MgO, SiO3, Na2O, K2O, TiO2, Cr2O და P2O3. შეცხობამდე მიყვანილ გამოწვის პროცესში მთავარი ოქსიდები წარმოქმნის კალციუმის სილიკატს, ალუმინატსა და ალუმინოფერატს, კრისტალური სტრუქტურის მინერალების სახით, მცირე ნაწილი კი შედის მინისებრ ფაზაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები