კომპოზიტი ლითონური მატრიცით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კომპოზიტი ლითონური მატრიცით''' – კომპოზიტური (კომპოზიციური...)

13:29, 4 ივლისი 2022-ის ვერსია

კომპოზიტი ლითონური მატრიცით – კომპოზიტური (კომპოზიციური) მასალა შედგენილი ლითონური მატრიცით (უპირატესად Al, Mg, Ni და მათი შენადნობები), განმტკიცებული მაღალი სიმტკიცის ბოჭკოებით ან თხელდისპერსიული ძნელდნობადი ნაწილაკებით, რომლებიც არ იხსნება ძირითად ლითონში (დისპერსიულ-განმტკიცებული მასალები). ლითონის მატრიცა კრავს ბოჭკოებს (დისპერსიულ ნაწილაკებს) ერთ მთლიანად. ბოჭკოები (დისპერსიული ნაწილაკები – შემავსებელი) პლუს შემკვრელი (მატრიცა), რომლებიც ქმნიან ამა თუ იმ კომპოზიციას, ერთობლიობაში წარმოადგენენ კომპოზიტურ მასალებს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები