კონსტრუქციული დახერხილი მასალა
(ახალი გვერდი: '''კონსტრუქციული დახერხილი მასალა''' – დახერხილი მასალა სიმტკ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:01, 5 ივლისი 2022 მდგომარეობით
კონსტრუქციული დახერხილი მასალა – დახერხილი მასალა სიმტკიცის გარანტირებული მაჩვენებლებით მზიდი კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად. კონსტრუქციული დახერხილი მასალის დახარისხება ხდება EN338 (ევროპული სტანდარტი) და BS 4978 (დიდი ბრიტანეთის სტანდარტი) სტანდარტების მიხედვით. კერძოდ, სტანდარტი BS 4978 ყოფს დახერხილ მასალას SS (საერთო კონსტრუქციული) და GS სორტებად (სპეციალური კონსტრუქციული), აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად გამოუსადეგარ მასალად. ასეთი დაყოფა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს მზიდი კონსტრუქციების კომპიუტერული დაპროექტება, რაც უზრუნველყოფს მშენებლობაში ხის კონსტრუქციული მასალების გამოყენებით მერქნის 15-20% ეკონომიას. კონსტრუქციული დახერხილი მასალა ამზადებენ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სანივნივე და კარკასულ კონსტრუქციებს, რომლებიც ადვილად ექვემდებარება ცეცხლ- და ბიოდამცავი საშუალებებით დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ხანგამძლეობასა და ცეცხლმედეგობას.