კოპალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კოპალი''' − (ესპ. copal ფისი < ტერმინი გადმოღებულია მექსიკელი ინდ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:12, 5 ივლისი 2022 მდგომარეობით
კოპალი − (ესპ. copal ფისი < ტერმინი გადმოღებულია მექსიკელი ინდიელების ნაუას ენიდან), მცენარეული წარმოშობის უფერული ფისი, რომელსაც ძირითადად პარკოსანთა ოჯახის ტროპიკული ხეები გამოყოფენ ან მიიღება მათი მიწაზე დაყრილი ნარჩენებისაგან. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში და ადვილად ერევა მცენარეულ ზეთებს. გამოირჩევა განსაკუთრებული სიმაგრითა და ძნელდნობადობით. კოპალი მზადდება მაღალხარისხოვანი ზეთოვანი ლაქი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. სანდარაკთან შერეული კოპალი ითვლება მჟღერადი მუსიკალური ინსტრუმენტების (გიტარა, მანდოლინა, ფანდური და სხვ.) ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად.