კრიპტომერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კრიპტომერიის ხეების ხეივანი '''კრიპტომერია'''...) |
16:53, 6 ივლისი 2022-ის ვერსია
კრიპტომერია − (ლათ. Cryptomeria), (იაპონური კედარი, ჩინურად შანი, იაპონურად სუგი), წიწვოვანი ხის ჯიში ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში იზრდება 60 მ-მდე, ტანის დიამეტრი კი შეიძლება იყოს 3-4 მ . სიმკვრივე – 400 კგ/მ3. აქვს რბილი, მსუბუქი, ტენმედეგი მერქანი ლამაზი ტექსტურით. ადვილად მუშავდება. გამოირჩევა სასიამოვნო სურნელით, მოწითალო ფერის ქერქით, ხშირი ბარჯით, როკიანობით. გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად და სხვ.