ლიპარიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლიპარიტი''' (რიოლითი) − (იტალ. lipari < იტალიის კუნძულ ლიპარის სახე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიპარიტი“ გადაიტანა გვერდზე „რიოლითი“)

16:01, 18 ივლისი 2022-ის ვერსია

ლიპარიტი (რიოლითი) − (იტალ. lipari < იტალიის კუნძულ ლიპარის სახელის მიხედვით) – მაგმატური ვულკანური მთის ქანი, რომელიც ქიმიური შედგენილობით გრანიტს ჩამოჰგავს. შეიცავს კვარცის, პლაგიოკლაზისა და სანიდინის ჩანართებს. მდიდარია მინით, ხშირად აქვს პორფირისებრი წინწკლები. სიმკვრივე – 2300-2500 კგ/მ3. საშუალო ქიმიური შედგენილობა: SiO2 – 73-78 % TiO2 – 0,1-0,3 %, Al2O3 – 12-15 %, Fe2O3 – 0,1-2 %, FeO – 0,5-2 %, MgO – 0,1-1 %, CaO – 0,3-3 %, Na2O – 2-4 %, K2O – 1-6 %. გამოიყენება გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები