კათაკმეველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
| − | [[კატეგორია:ტერმინოლოგია]] | + | [[კატეგორია: რელიგიური ტერმინოლოგია]] |
17:08, 22 მარტი 2017-ის ვერსია
კათაკმეველი - პიროვნება, რომელიც ნათლობისთვის ემზადება.
კათაკმეველი ჰქვია ადამიანს, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, გადაწყვეტილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან შეერთება და ემზადება ნათლობისათვის.
ძველად კათაკმევლები ნათლობამდე სპეციალურ სასწავლებლებში სწავლობდნენ ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას; იმ დროს, როდესაც წირვის დროს დიაკვანი (ან მღვდელი) ამბობს – „კათაკმეველნო, განვედით“, კათაკმევლები ტაძრიდან გადიოდნენ და იწყებოდა მართალთა ლიტურგია, რომელშიც მხოლოდ მონათლული მორწმუნეები მონაწილეობდნენ. დღეს საქართველოში კათაკმევლობა უკვე იშვიათობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბავშვობაში ინათლება.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის, თავი2