ლითონის მაკროსტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლითონის მაკროსტრუქტურა''' − ლითონის სტრუქტურული აგებულებ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:15, 21 ივლისი 2022 მდგომარეობით

ლითონის მაკროსტრუქტურალითონის სტრუქტურული აგებულება, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ან გამადიდებელი ლუპით (გამადიდებლობით 25-მდე). კვლევა მიმდინარეობს ბრტყელ ნიმუშზე, რომლის ზედაპირი სუფთავდება, იხეხება და მუშავდება მჟავას ან ტუტეს ხსნარით. კვლევის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს ლითონის მთლიანობის დარღვევა (ნიჟარები, ჰაერის ბუშტები, სიფაშრე, ბზარები, განშრევება და სხვ.), მინარევების და არალითონური ჩანართების არსებობა, კრისტალების ფორმა და განლაგება ნაკეთობის სხვადასხვა ნაწილში; ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ლითონის მარცვლების აგებულების განსაკუთრებულობა. მაკროსტრუქტურის შესწავლა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ სწორი დასკვნა ნაკეთობის ხარისხის მახასიათებლებზე.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები