წედისის ციხე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''წედისის ციხე''' - ციხე მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზე. აგებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. შედიოდა მდინარე ტანის ხეობაში განლაგებული ციხეების სისტემაში. | + | '''წედისის ციხე''' - ციხე მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზე. აგებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. შედიოდა [[მდინარე]] ტანის ხეობაში განლაგებული ციხეების სისტემაში. |
==== წედისის ციხე ==== | ==== წედისის ციხე ==== | ||
| − | ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან | + | ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი [[გალავანი]] მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის [[კედელი|კედლები]] (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან [[არქიტრავი]]თაა გადახურული, შიგნით [[ტიმპანი]]ანია. |
====წედისის ეკლესია==== | ====წედისის ეკლესია==== | ||
| − | წედისის ეკლესია. ციხის ცენტრში დგას გვიანდელ ფეოდალურ ხანის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლები წყობით ჰგავს ციხის კედლებს, მაგრამ უფრო დაუდევრად არის ნაგები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შესასვლელზე მიშენებული ყოფილა კარიბჭე. [[აფსიდა|აფსიდი]] ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო | + | წედისის ეკლესია. ციხის ცენტრში დგას გვიანდელ ფეოდალურ ხანის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლები წყობით ჰგავს ციხის კედლებს, მაგრამ უფრო დაუდევრად არის ნაგები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შესასვლელზე მიშენებული ყოფილა კარიბჭე. [[აფსიდა|აფსიდი]] ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო [[სარკმელი]]ა. კედლებზე შემორჩენილია [[მოხატულობა|მოხატულობის]] მცირე ფრაგმენტები. ნაგებობას უფორმო [[კონქი|კონქა]] და [[კამარა]] აქვს. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით და დასავლეთით მიუშენებიათ გარსშემოსასვლელი, რომლის კამარა და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. ეკლესია გადახურული ყოფილა [[კრამიტი]]თ. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 15:49, 26 ივლისი 2022 მდგომარეობით
წედისის ციხე - ციხე მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზე. აგებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. შედიოდა მდინარე ტანის ხეობაში განლაგებული ციხეების სისტემაში.
[რედაქტირება] წედისის ციხე
ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.
[რედაქტირება] წედისის ეკლესია
წედისის ეკლესია. ციხის ცენტრში დგას გვიანდელ ფეოდალურ ხანის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლები წყობით ჰგავს ციხის კედლებს, მაგრამ უფრო დაუდევრად არის ნაგები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შესასვლელზე მიშენებული ყოფილა კარიბჭე. აფსიდი ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ნაგებობას უფორმო კონქა და კამარა აქვს. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით და დასავლეთით მიუშენებიათ გარსშემოსასვლელი, რომლის კამარა და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.