მეთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეთანი''' − (ფრანგ. méthane < ბერძ. methy თაფლი, ღვინო) – უმარტივესი ნა...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:45, 26 ივლისი 2022 მდგომარეობით

მეთანი − (ფრანგ. méthane < ბერძ. methy თაფლი, ღვინო) – უმარტივესი ნახშირწყალბადი.

ქიმიური ფორმულა – CH4.
სიმკვრივე 0°C ტემპერატურაზე – 716,8 კგ3,
სტანდარტულ პირობებში (18-20°C) – 668,2 კგ/მ3;
დუღილის ტემპერატურა – –161,58°C.

ბუნებრივი აირის ძირითადი კომპონენტი. არ აქვს სუნი, ფერი და გემო. იწვის ღია ცისფერი ალით. გვხვდება საბადოების დამუშავებისას, ნაგვის ლპობისას. ბუნებრივი აირი, რომელსაც საწვავად ვიყენებთ ძირითადად მეთანია. მას სხვანაირად „ჭაობის გაზსაც” უწოდებენ. ძალზე საშიშია მეთანის გაზის კონცენტრაცია ქვანახშირის შახტებში. აფეთქებასაშიშია კონცენტრაციისას ჰაერში 4,4-17%-ის დიაპაზონში. ყველაზე საშიში კონცენტრაციაა 9,5%. აქვს ნარკოტიკული ზემოქმედება. წარმოშობის მიხედვით მეთანი ოთხი სახისაა: აბიოგენური, ბიოლენური, ბაქტერიული და თერმოგენური.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები