ახალი ქართული ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ახალი ქართული ცხვარი''' - გამოყვანილია [[თ...)

13:36, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია

Qartulicxvari.PNG

ახალი ქართული ცხვარი - გამოყვანილია თუშური ჯიშის ნერბებისა და პრეკოსის ჯიშის ყოჩების შეჯვარებით. ნაჯვარ თაობებში წარმოებდა ერთგვაროვანი მატყლის მქონე და ცხიმკუდიანი ცხოველების გადარჩევა და შემდგომი მოშენება. სხეულის აგებულებით თუშურ ცხვარს მიემსგავსება, ოღონდ უფრო ტანადია, შედარებით ნაზი ძვალეული აქვს, საერთოდ კი, ნახევრად ნაზმატყლიანი მეხორცულ-სამატყლო ტიპისაა. დამახასიათებელია ცხიმკუდი, რომლის მოყვანილობა ისეთია, როგორიც თუშური ცხვრის, ოღონდ უფრო დიდია.

ზრდასრული ნერბების ცოცხალი წონა, საშუალოდ (შემოდგომით), 45 - 50 კილოგრამია, ყოჩების კი 75 კილოგრამი. ყველაზე ტანადი ნერბები 65 კილოგრამს აღწევენ, ხოლო ყოჩები 102 კილოგრამს. საკლავის წონა 42 — 47°C-ია.

მატყლი სინაზით, უპირატესად, 50 - 58 ხარისხისაა, სიგრძით, საშუალოდ, 9 - 9,5 სანტიმეტრი. ზრდასრული ნერბები, წლის საშუალოდ, 3,1 კილოგრამს იპარსავენ; ყოჩების კანძის წონა წელიწადში (ორი პარსვისას), საშუალოდ, 4,4 კილოგრამია. საუკეთესო ყოჩები 6 კილოგრამს იპარსავენ.

წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები