მაზეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მაზეხი''' - ცხვრის ჯიში, რომელსაც ამრავლებ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:53, 18 აგვისტო 2022 მდგომარეობით

Mazexicxvari.PNG

მაზეხი - ცხვრის ჯიში, რომელსაც ამრავლებენ უმთავრესად სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბალბასის შემდეგ, მაზეხი ყველაზე უფრო ტანადი ცხოველია კავკასიური ჯგუფის ჯიშებში. კუდი ამოკაუჭებული აქვს, მსგავსად ყარაჩაულისა და ბალბასისა. კუდზე ცხიმი ორ ბალიშად უგროვდება. ნერბების ცოცხალი წონა საშუალოდ. 52-57 კილოგრამია. ყოჩებისა 66 კილოგრამი და მერყეობს 57 - 78 კილოგრამს შორის. ყოჩები რქიანებია. ნერბები, თითქმის ყველა, დოლაა. შეფერილობით ყავისფერია, სხვადასხვა ელფერით, იშვიათად შავი და მუქი ნაცრისფერი, თეთრი ცხვარი მთელი რაოდენობის მხოლოდ 10 9/3-ს შეადგენს. წელიწადში ერთხელ იპარსება. მქისე და არაერთგვაროვანი მატყლი აქვს. ნერბების კანძის წონა 1,4 კილოგრამია, ყოჩების – 1,7 კილოგრამი. მატყლის სუფთა გამოსავალი, 70,5 – 84,3%-ია. გამოირჩევა საკმაო მერძეულობით, 5-თვიანი ლაქტაციისას 50- 60 კილოგრამს იწველის.

[რედაქტირება] წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები