მურყანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:MURYANI.JPG|thumb|150პქ|მურყანი]]
 
'''მურყანი''' – თხმელა, (ლათ. Alnus) მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში – [[ალჟირი|ალჟირში]]. [[საქართველო]]ში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30-38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15-18 მ). გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობ ადგილებში, თუმცა ზოგჯერ მთის [[ტერასა|ტერასებზეც]] გვხვდება ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლემდე. ჭაობიან, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს – მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე [[მერქანი]] აქვს. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წელსაც). მურყანის მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი [[ნახშირი]]საგან წარმატებით ამზადებენ სანადირო [[დენთი|დენთს]]. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, [[ასანთი]]ს, ქაღალდის, ფანერის, ტარის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში და სხვ. [[მშენებლობა]]ში ნაკლებად გამოიყენება.
 
15:42, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია

მურყანი

მურყანი – თხმელა, (ლათ. Alnus) მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ალჟირში. საქართველოში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30-38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15-18 მ). გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობ ადგილებში, თუმცა ზოგჯერ მთის ტერასებზეც გვხვდება ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლემდე. ჭაობიან, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს – მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წელსაც). მურყანის მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი ნახშირისაგან წარმატებით ამზადებენ სანადირო დენთს. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, ასანთის, ქაღალდის, ფანერის, ტარის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში და სხვ. მშენებლობაში ნაკლებად გამოიყენება.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები