ნაგავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნაგავი''' – უვარგისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:27, 26 აგვისტო 2022 მდგომარეობით
ნაგავი – უვარგისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი და მისთ. არსებობს ნაგვის ძირითადი სახეები: საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და კოსმოსური.
სარჩევი |
[რედაქტირება] საყოფაცხოვრებო ნაგავი
არაბიოლოგიური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
[რედაქტირება] სამშენებლო ნაგავი
მშენებლობის წარმოების პროცესში დარჩენილი მასალები ან საგნები, რომელთა შემდეგი გამოყენება ფიზიკურად და ეკონომიკურად მიზანშეუწონელია და ექვემდებარება განადგურებას ან უტილიზაციას.
[რედაქტირება] კოსმოსური ნაგავი
კოსმოსურ სივრცეში გაშვებული ყველა ხელოვნური ობიეტი და მისი ფრაგმენტი, რომლებიც უკვე გაუმართავი და არააღდგენადია. ასეთი კოსმოსური ნაგავი სახიფათო ხდება უპილოტო თუ პილოტირებადი კოსმოსური აპარატებისათვის და საჭირო ხდება მათი მოცილება კოსმოსური სივრციდან.