გუდარეხის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gudarexis monasteri.JPG|thumb|გუდარეხის მონასტერი]]
 
[[ფაილი:Gudarexis monasteri.JPG|thumb|გუდარეხის მონასტერი]]
'''გუდარეხის მონასტერი''' (ინგლ. Gudarekh Monastery) – XII-XIII საუკუნეების ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში, ტყეში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, [[მარანი]], [[სენაკი]] I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.
+
'''გუდარეხის მონასტერი''' (ინგლ. Gudarekh Monastery) – XII-XIII საუკუნეების ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში, ტყეში. კომპლექსში შემავალი [[ნაგებობა|ნაგებობებია]]: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, [[მარანი]], [[სენაკი]] I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.
  
 
სამონასტრო კომპლექსის ნაგებობათა ერთი ჯგუფი – სასახლე, საჯინიბო, მარანი, საჟამნო, სენაკები, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები მიეკუთვნება XII საუკუნეს, მთავარი ტაძარი და [[სამრეკლო]] – XIII საუკუნეს, ხოლო პილასტრებიანი შენობის [[მინაშენი|მინაშენები]] – XVI-XVII საუკუნეებს.
 
სამონასტრო კომპლექსის ნაგებობათა ერთი ჯგუფი – სასახლე, საჯინიბო, მარანი, საჟამნო, სენაკები, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები მიეკუთვნება XII საუკუნეს, მთავარი ტაძარი და [[სამრეკლო]] – XIII საუკუნეს, ხოლო პილასტრებიანი შენობის [[მინაშენი|მინაშენები]] – XVI-XVII საუკუნეებს.

17:04, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია

გუდარეხის მონასტერი

გუდარეხის მონასტერი (ინგლ. Gudarekh Monastery) – XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხის მიდამოებში, ტყეში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, საჟამნო, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, სასახლე, საჯინიბო, მარანი, სენაკი I, სენაკი II, სენაკი III, შენობა I, შენობა III, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები და შალვას ეკლესია.

სამონასტრო კომპლექსის ნაგებობათა ერთი ჯგუფი – სასახლე, საჯინიბო, მარანი, საჟამნო, სენაკები, ჯვრიანი შენობა, ჩუქურთმიანი შენობა, ზღუდე, ჭიშკარი, პილასტრებიანი შენობა, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობები მიეკუთვნება XII საუკუნეს, მთავარი ტაძარი და სამრეკლო – XIII საუკუნეს, ხოლო პილასტრებიანი შენობის მინაშენები – XVI-XVII საუკუნეებს.

აღმოსავლეთი ფასადის ნიში

ტაძარს ორი მინაშენი ჰქონია. ჩრდილოთის მხრიდან მიშენებული აქვს აფსიდიანი ეგვტერი, რომელშიც რაღაც ძველი ნაგებობის (შესაძლოა X-XI საუკუნეების) ნაშთებია ჩართული. ეს მინაშენი ფარავს ტაძრის თლილი ქვით ნაშენ პერანგს, რაც მის გვიანდელობაზე უნდა მიუთითებდეს (თუ თავდაპირველად ამ მხარეს ეგვტერის აშენება იყო გადაწყვეტილი, მაშინ ძირითად კედელს ქვის პერანგით არ შემოსავდნენ). ეგვტერის კედლებისთვის ძველი ქვებიც არის გამოყენებული, მათგან ორი ქვა წარწერიანია (წარწერები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნეებზე მიგვითითებს). ერთი მთავრული ასოებიანი წარწერიანი ქვა კედლის წყობაში შვეულად არის ჩასმული, რაც იმას, მოწმობს, რომ ქვა სხვა ადგილიდან არის მოტანილი და მეორედაა გამოყენებული. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, წარწერას შვეულად არავინ მოათავსებდა. მეორე გვიანი ხანის კარიბჭე ტაძარს სამხრეთის მხრიდან ჰქონდა. ორივე ეს მინაშენი ამჟამად დანგრეულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მოთავსებული წარწერის თანახმად გუდარეხის მთავარი ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორიძეს. თამარ მეფის ქალიშვილის რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს.

ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე

ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე იმ დროის გუმბათოვანი ტაძრებისთვის შემუშავებული, უკვე კანონიკურად ქცეული სქემაა გამოყენებული (მცირე ვარიაციით): საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს, კედელში ვიწრო, შუა ღერძისკენ გადაწეული, ლილვებითა და სამყურა კუწუბებით მორთული თითო სამკუთხა ნიშაა ჩასმული, ამ ნიშებში გადის საკურთხევლის აფსიდის ორი სხვა სარკმელი. ნიშებს თავზე სამ-სამი რელიეფური კოპი აზის კომპოზიციის ცენტრში დიდი, ჩუქურთმიანი კვადრატული საპირით მოჩარჩოებული თაღოვანი სარკმელია. მას თავზე უზარმაზარი ჯვარი აზის, ხოლო ქვემოთ რომბების წყვილი აქვს გამობმული.

მოჩუქურთმებული კვადრატები აღმოსავლეთის ფასადზე

აღსანიშნავია, რომ გუდარეხში ცვლილება განიცადა ფასადების გაფორმების დეკორაციულმა კომპოზიციამ, რომელიც სამთავისიდან მოყოლებული დიდი ხნის მანძილზე კანონად იყო ქცეული. გუდარეხში აღარ არის გარე კედლების დეკორაციული თაღედი. ამ დროიდან თანდათანობით მეტ მნიშვნელობას იძენს გლუვ ზედაპირიანი კედელი. აღმოსავლეთისგან განსხვავებით დანარჩენი ფასადების კედლები მცირედაა დანაწევრებული. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. ინტერიერში აქა-იქ შემორჩენილია კედლის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუდარეხის მთავარი ეკლესიის კანკელში ძველი, XII საუკუნის კანკელის ფრაგმენტები იყო ჩართული, რომელიც ამჟამად თბილისში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

კომპლექსის თვალსაჩინო ძეგლი – ორსართულიანი სამრეკლო ეკლესიის აღმოსავლეთით გალავანშია ჩართული. აგებულია 1278 წელს მეფე დემეტრე თავდადებულის (1259 - 1289 წწ.) ხანაში. იგი ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. გალავნის ხაზში ჩართული სამრეკლოს ქვედა სართული (კუბი) ფართო გამჭოლი თაღებით გახსნილ ეკლესიის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს. ზემოთ რვაღიობიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა – სადგომია გაკეთებული. ზემოთ ასასვლელი ქვის კიბე გუდარეხის სამრეკლოს გარედან ჰქონდა მიდგმული.

მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ქართული საერო ხუროთმოძღვრების საინტერესო ნაგებობა – სასახლე, რომელიც აშენებულია ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. საშენ მასალად თლილი ქვა და ქვიტკირია გამოყენებული. სასახლის სიგრძეა 17,8 მ, სიგანე – 7,0 მ. მისი დარბაზი ორსართულიანია. სავარაუდოდ მას ორი მხრიდან მინაშენები ჰქონია. სასახლის პირველ სართულზე განთავსებულია მარანი საწნახლით, ტკბილის დასაგროვებელი აუზითა და ქვევრებით. სამონასტრო კომპლექსს გარს არტყია 400 მ სიგრძის გალავანი, რომელიც დიდი ზომის კირქვის თლილი ქვებითაა ნაგები. კედლის სიმაღლეა 1,75-4,0 მ, სისქე – 0.7-0.6 მ. გალავნის მთელ სიგრძეზე, ყოველ 8 მეტრში, ჩალაგებულია მრგვალი და წახნაგოვანი ბურჯები, რომლებშიც საბრძოლო ხვრელებია დატოვებული. სამოსახლოს დასავლეთ ნაწილში გალავნის კედელზე მიშენებულია საჯინიბო, რომლის ზომებია: სიგრძე – 13.2 მ, სიგანე 5,3-დან 5,8 მ-მდე. კედლების წყობა შესრულებულია თლილი საპირე ქვებითა და ქვითკირით და ისეთივე სისქისაა, როგორც გალავნის (0,8 მ). მონასტრის დანარჩენი ნაგებობები მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები