ნომოგრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]<br />
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:დიაგრამები]]
 
[[კატეგორია:დიაგრამები]]

მიმდინარე ცვლილება 16:55, 31 აგვისტო 2022 მდგომარეობით

ნომოგრამა - (ბერძნული nomos - კანონი, gramma - გამოსახულება), გეომეტრიულ სიდიდეთა გრაფიკი (დიაგრამა), რომელიც წარმოადგენს სამი ან მეტი ცვლადი სიდიდის ფარდობას რამდენიმე სკალის სახით, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ ერთი ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება ვიპოვოთ მარტივი გეომეტრიული კონსტრუქციით; მაგ., თუ გვაქვს სამი ცვლადი სიდიდე, განლაგებული a, b და c სკალებზე, მაშინ a და b სკალებზე განთავსებულ ცვლადების შესაბამის წერტილებზე სწორი ხაზის გავლებით, რომელიც გაგრძელებაზე გადაკვეთს c სკალას, ვიპოვით მესამე ცვლადის მნიშვნელობას, ანუ ნომოგრამა არის რამდენიმე ცვლადის ფუნქცია, წარმოდგენილი გრაფიკის სახით, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივი გეომეტრიული ოპერაციით (მაგ., სახაზავის დადებით) გამოვიკვლიოთ ფუნქციონალური დამოკიდებულებები რიცხვითი გამოთვლების გარეშე (მაგ., ამოვხსნათ კვადრატული გატოლება ფორმულების გამოყენების გარეშე). ნომოგრამის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეებია: გათანაბრებული წერტილებით, ბადისებრი და ტრანსპარატული. მრავალცვლადიანი განტოლებებისათვის გამოიყენება შედგენილი ნომოგრამები – ნომოგრამები დაკავშირებული ერთმანეთთან საერთო სკალებით ან ხაზების სისტემით.

სამხედრო საქმეში - გამოიყენება სარაკეტო დარტყმების, არტილერიის სროლის, იარაღის კომპლექსების და სისტემების საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანობის შეფასებისთვის. ასევე, თვითმფრინავების ფრენის მანძილის, ხანგრძლივობის და სხვადასხვა საინჟინრო გათვლებისათვის.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები