ორგტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ორგტექნიკა''' (ორგანიზაციული ტექნიკა) – ტექნიკურ საშუალება...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:19, 2 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ორგტექნიკა (ორგანიზაციული ტექნიკა) – ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი მექანიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების და საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების სამართავად. ორგტექნიკის განვითარება განაპირობა მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, სადისპეტჩერო მომსახურებისა და მართვის სისტემების გართულებამ ანუ გადასამუშავებული ინფორმაციის მნიშვნელოვანმა გაზრდამ. ორგტექნიკის საშუალებებს მიეკუთვნება: კომპიუტერი, გამოთვლითი მანქანები, გასამრავლებელი მოწყობილობები, ფოტო-საბეჭდი აპარატები, მიკროფილმები, კართოტეკები, სახაზავ-საკონსტრუქტორო ტექნიკა (მაგიდები, სახაზავი დაფები, სამარჯვები, ნახაზებისა და გრაფიკული სამუშაოებისათვის მექანიზმები და ინსტრუმენტები და ა.შ.), ადმინისტრა-ციულ-წარმოებითი კავშირის საშუალებები (ტელეფონის, ტელეგრაფის, ფაქსის აპარატურა, საწარმოს ტელეხედვა), შენობა-ნაგებობათა და სამუშაო ადგილების აღჭურვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნიკითა და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები