სპარსული ორნამენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სპარსული ორნამენტი '''სპარსული ორნამენტი''...) |
მიმდინარე ცვლილება 13:25, 19 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
სპარსული ორნამენტი − ორნამენტი, რომელსაც ახასათებდა განსაკუთრებული გამომგონებლობა და ფერების სიმდიდრე (უმეტესად ლურჯი და მწვანე). მასში ჩაქსოვილია ფანტასტიკური ცხოველების, რომბისებრი თევზების, წყლის წვეთის მსგავსი ნაყოფის, ყვავილების, ფოთლების გამოსახულებები. სპარსულ ორნამენტში იგრძნობა აღმოსავლეთის (არაბული, ინდური, ბიზანტიური) მხატვრული კულტურის გავლენა, თუმცა მკვეთრად განსხვავდება მათგან. საქვეყნოდ ცნობილია სპარსული ორნამენტებით შემკული სპარსული ხალიჩები.