ზიზილა
(ახალი გვერდი: left '''ზიზილა''' - Bellis perennis '''იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხ...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
'''იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხება''' | '''იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხება''' | ||
| − | ზიზილა [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახიდანაა. მეტწილად გვხვდება ნატყევარ, კორდმოკიდებულ ადგილებში, საძოვრებზე, ბაღებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]]. | + | ზიზილა [[რთულყვავილოვანთა ოჯახი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახიდანაა. მეტწილად გვხვდება ნატყევარ, კორდმოკიდებულ ადგილებში, საძოვრებზე, [[ბაღი|ბაღებში]], როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]]. |
ზიზილა მრავალწლოვანი მცენარეა. ერთი ციცქნაა, მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 10 სმ-ს, ხშირად უფრო პატარაც იზრდება. | ზიზილა მრავალწლოვანი მცენარეა. ერთი ციცქნაა, მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 10 სმ-ს, ხშირად უფრო პატარაც იზრდება. | ||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:რთულყვავილოვნები]] | [[კატეგორია:რთულყვავილოვნები]] | ||
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
17:05, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია
ზიზილა - Bellis perennis
იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხება
ზიზილა რთულყვავილოვანთა ოჯახიდანაა. მეტწილად გვხვდება ნატყევარ, კორდმოკიდებულ ადგილებში, საძოვრებზე, ბაღებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ზიზილა მრავალწლოვანი მცენარეა. ერთი ციცქნაა, მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 10 სმ-ს, ხშირად უფრო პატარაც იზრდება. ფოთლები ნიჩბისებრია, კიდედაკბილული და ძირთან თავმოყრილი. ძალიან უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა იცის. მარტის ბოლოს რომ აყვავდება, აგვისტომდე ყვავის.
პატარ-პატარა ყვავილები შეკრებილი აქვს კალათებად, რომლებიც თითო-თითოდაა საყვავილე ღეროებზე განლაგებული, გარედან საბურველით შემოხვეული და ერთი ყვავილის შთაბეჭდილებას ახდენენ. კალათებში ორნაირი ყვავილებია: შიგნითა მილისებრია, ყვითელი, ხოლო გარეთა ენისებრი და თეთრი. ეს უკანასკნელნი ბოლოში და ხშირად ქვემოდანაც ვარდისფერია, მზიან ამინდში გაშლილი, ხოლო ღრუბლიან დღეში და საღამოობით შიგნითკენ გადაღუნული და ყვითელ ყვავილებზე წამოფარებული.