ღვედკეცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ღვედკეცი''' - Periploca graeca L. '''ქართლ. – ღორტყავა, ღვე...)

12:57, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია

Rvedkeci.PNG

ღვედკეცი - Periploca graeca L.

ქართლ. – ღორტყავა, ღვედურა, იმერ., რაჭ. – მარგატე-- ლა, მაკრატელა, ქვ.იმერ., გურ. – ჯაშკუტა, ინგ. - ღოდკეც, მეგრ. – ჯაშქვიდუ

ღვედკეცი ეკუთვნის ღვედკეცისებრთა ოჯახს. ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, უმეტესად ალაზნისპირა ჭალის და კოლხეთის დაბლობის ტყეებში. ღვედკეცი ლიანასებრი მცენარეა. მისი ღერო 30 მ-მდე სიგრძისაა. ფოთოლი ტყავისებრი, შიშველი და კიდემთლიანია. ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა – მკრთალი მწვანე. ღვედკეცი ყვავილობს მაისში და ივნისში. ყვავილები ღეროს კენწეროშია განლაგებული, მომწვანო იისფერია, ნახევარ-ქოლგისებრ ყვავილედად შეკრებილი, ნაყოფი წყვილი რკალისებრი ფოთლურააა, აგვისტოსა და სექტემბერში მწიფდება.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები