პირწმინდა (Ajuga reptans L. )
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
| − | '''პირწმინდა''' – (Ajuga reptans L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. | + | '''პირწმინდა''' – (Ajuga reptans L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. [[ღერო]]ს ძირში გრძელი, მხოხავი დაფესვიანებული და შეფოთლილი ყლორტებია განვითარებული, ღერო მარტივია, სწორად მდგომი ან წამოწეული. 15-40 სმ სიმაღლის, შიშველი ან ორ მოპირდაპირე მხარეს მიტკეცილბეწვიანი. ფესვთანური ფოთლები დიდი ზომისაა. 6-15 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სიგანის ნიჩბისებური ან უკუკვერცხისებური, ძირში სოლისებურად შევიწროებული გრძელ ყუნწში. ღეროსეული ქვედა ფოთლები მცირერიცხოვანია, მოგრძო, ელიფსური, მჯდომარე. ყვავილები 6-8-ყვავილიან რგოლებადაა განლაგებული, გვირგვინი ცისფერი, ვარდისფერი ან თეთრია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტენიან მდელოებზე, ტყეებში, ტყის პირას, ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. |
17:07, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია
პირწმინდა – (Ajuga reptans L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს ძირში გრძელი, მხოხავი დაფესვიანებული და შეფოთლილი ყლორტებია განვითარებული, ღერო მარტივია, სწორად მდგომი ან წამოწეული. 15-40 სმ სიმაღლის, შიშველი ან ორ მოპირდაპირე მხარეს მიტკეცილბეწვიანი. ფესვთანური ფოთლები დიდი ზომისაა. 6-15 სმ სიგრძისა და 2-5 სმ სიგანის ნიჩბისებური ან უკუკვერცხისებური, ძირში სოლისებურად შევიწროებული გრძელ ყუნწში. ღეროსეული ქვედა ფოთლები მცირერიცხოვანია, მოგრძო, ელიფსური, მჯდომარე. ყვავილები 6-8-ყვავილიან რგოლებადაა განლაგებული, გვირგვინი ცისფერი, ვარდისფერი ან თეთრია. ყვ. ნაყ. IV-IX. იზრდება ტენიან მდელოებზე, ტყეებში, ტყის პირას, ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში.