არია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არია''' - (იტალ. aria) ოპერის, ორატორიის, კანტატის დასრულებული ვოკ...) |
15:18, 29 მარტი 2017-ის ვერსია
არია - (იტალ. aria) ოპერის, ორატორიის, კანტატის დასრულებული ვოკალური ნომერი.
არიასთვის დამახასიათებელია ფართო მღერადობა. მას ხშირად წინ უძღვის რეჩიტატივი. არიის ნაირსახეობებია არიეტა, არიოზო, კავატინა და სხვ. არიას უწოდებენ აგრეთვე მღერადი ხასიათის მქონე ზოგიერთ ინსტრუმენტულ პიესას.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")