არღანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 3: ხაზი 3:
 
'''არღანი''' - მექანიკური საკრავი, ხელით სატარებელი ორგანის სახეობა.  
 
ყუთი, რომელშიც განთავსებულია ჟღერადი მილაკები ერთ ან რამდენიმე რიგად. აქვს საბერველი და ხის ან ლითონის ნემსებიანი ლილვაკი, რომელიც მოძრაობაში მოდის ყუთის გარეთ მდებარე სახელურის ტრიალით. ამ დროს ნემსები ეხება სპეციალურ მექანიზმს, უშვებს ჰაერს ზედა მილებთან, ამავდროულად ამოქმედდება საბერველი და მექანიკურად ხდება აჟღერება.
+
შეიქმნა ევროპაში XVIII ს-ში, საქართველოში გავრცელდა XIX ს. დასაწყისიდან, უმთავრესად – ქალაქებში. არღანი მოზრდილი ყუთია, შიგ ხმოვანი მილები, საბერველი და მუთაქისებრი ლილვაკებია ჩაწყობილი. თითო ლილვაკზე თითო მუსიკალური პიესაა მოთავსებელი. ლილვაკების ასამოძრავებლად საკრავს გვერდზე სატრიალებელი სახელური აქვს. აქვეა ლილვაკების გადამრთველი მექანიზმიც. ტრიალისას ლილვაკის ამობურცული ნაწილები სათანადო მილაკებში ჰაერს უშვებენ, რითაც ხდება ბგერების წარმოშობა.  
 
+
ერთ ცალკე ლილვაკზე თავდაპირველად ერთი ნაწარმოები (პიესა, სიმღერა, საცეკვაო და მისთ.) იყო ჩაწერილი. ამიტომ ყოველ არღანს რამდენიმე ლილვაკი ჰქონდა. მოგვიანებით, ტექნიკური სრულყოფის (ნემსების სპირალურად განლაგება) შედეგად მოხერხდა ერთ ლილვაკზე რამდენიმე მცირე ზომის ნაწარმოების განთავსებაც.  
+
  
ეს მექანიკური საკრავი - ხელით სატარებელი ორგანი გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის ბოლოს და გერმანიაშიც გავრცელდა. მალე მოხეტიალე მუსიკოსების ინსტრუმენტად იქცა. XIX ს-ის ბოლოს ნემსიანი ლილვაკები შეიცვალა ლითონის დეტალებით. ამ სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა პოპულარული სიმღერების, ცეკვების, ოპერებიდან ნაწყვეტების ჩაწერაც კი. რუსეთში ეს მექანიკური საკრავი შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა „Шарманка“-ს სახელწოდებით. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერის დასაწყისის სიტყვებიდან („მშვენიერი კატერინა“), რომელიც პირველად გაისმა ამ საკრავიდან. არღანი მალე გახდა პოპულარული და მასზე შესრულებული ნაწარმოებები (რუსული და ევროპული სიმღერები, ოპერებიდან ნაწყვეტები) ქალაქური ფოლკლორის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. დაიწყეს მასზე ახალი, ქალაქური სიმღერების (აღმოსავლურ მოტივებზე) ჩაწერა და აჟღერება. შეიქმნა ე.წ. თბილისური რეპერტუარი. არღნები შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან, განსაკუთრებით ცნობილი იყო ოდესის არღნები. მასზე კეთდებოდა წარწერები („შენც დაუკარ“, „შენც დაუკარ გოგოჯან“ და მსგავსი). თბილისშიც გაჩნდნენ არღნის ოსტატები. არღნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი საკმაოდ ნეგატიურად აფასებდა და მასში ქართველების მუსიკალური გემოვნების შერყვნის საფრთხეს ხედავდა. ეს განწყობილება აისახა XIX ს-ის II ნახევრის ქართულ პრესაში.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::მ.შ.
 
== წყარო ==
+
რუსეთსა და ევროპის ზოგ ქვეყანაში არღანს „შარმანკას“ ან „კატარინკას“ უწოდებენ. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერისაგან „მშვენიერი კატარინა“, რომელიც პირველად ამ საკრავზე აჟღერდა.
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
  
 +
 +
== წყარო ==
 +
* [[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 +
* მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]]

15:53, 29 მარტი 2017-ის ვერსია

არღანი

არღანი - მექანიკური საკრავი, ხელით სატარებელი ორგანის სახეობა.

შეიქმნა ევროპაში XVIII ს-ში, საქართველოში გავრცელდა XIX ს. დასაწყისიდან, უმთავრესად – ქალაქებში. არღანი მოზრდილი ყუთია, შიგ ხმოვანი მილები, საბერველი და მუთაქისებრი ლილვაკებია ჩაწყობილი. თითო ლილვაკზე თითო მუსიკალური პიესაა მოთავსებელი. ლილვაკების ასამოძრავებლად საკრავს გვერდზე სატრიალებელი სახელური აქვს. აქვეა ლილვაკების გადამრთველი მექანიზმიც. ტრიალისას ლილვაკის ამობურცული ნაწილები სათანადო მილაკებში ჰაერს უშვებენ, რითაც ხდება ბგერების წარმოშობა.

ეს მექანიკური საკრავი - ხელით სატარებელი ორგანი გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის ბოლოს და გერმანიაშიც გავრცელდა. მალე მოხეტიალე მუსიკოსების ინსტრუმენტად იქცა. XIX ს-ის ბოლოს ნემსიანი ლილვაკები შეიცვალა ლითონის დეტალებით. ამ სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა პოპულარული სიმღერების, ცეკვების, ოპერებიდან ნაწყვეტების ჩაწერაც კი. რუსეთში ეს მექანიკური საკრავი შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა „Шарманка“-ს სახელწოდებით. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერის დასაწყისის სიტყვებიდან („მშვენიერი კატერინა“), რომელიც პირველად გაისმა ამ საკრავიდან. არღანი მალე გახდა პოპულარული და მასზე შესრულებული ნაწარმოებები (რუსული და ევროპული სიმღერები, ოპერებიდან ნაწყვეტები) ქალაქური ფოლკლორის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა. დაიწყეს მასზე ახალი, ქალაქური სიმღერების (აღმოსავლურ მოტივებზე) ჩაწერა და აჟღერება. შეიქმნა ე.წ. თბილისური რეპერტუარი. არღნები შემოდიოდა ძირითადად რუსეთიდან, განსაკუთრებით ცნობილი იყო ოდესის არღნები. მასზე კეთდებოდა წარწერები („შენც დაუკარ“, „შენც დაუკარ გოგოჯან“ და მსგავსი). თბილისშიც გაჩნდნენ არღნის ოსტატები. არღნის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი საკმაოდ ნეგატიურად აფასებდა და მასში ქართველების მუსიკალური გემოვნების შერყვნის საფრთხეს ხედავდა. ეს განწყობილება აისახა XIX ს-ის II ნახევრის ქართულ პრესაში.

რუსეთსა და ევროპის ზოგ ქვეყანაში არღანს „შარმანკას“ ან „კატარინკას“ უწოდებენ. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული ხალხური სიმღერისაგან „მშვენიერი კატარინა“, რომელიც პირველად ამ საკრავზე აჟღერდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები