ბრძმედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბრძმედი''' – შახტური ტიპის შვეული მეტალურგიული ღუმელი, რომლის დანიშნულებაა რკინის მადნიდან თუჯის, აგრეთვე სხვა სამრეწველო ლითონების (მაგ., ტყვია, სპილენძი) გამოდნობა. მასში მიმდინარეობს ძირითადად აღდგენითი პროცესები და მისი მუშაობა დაფუძნებულია კაზმისა და აირის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის პრინციპზე. საბრძმედე ღუმელში [[მადანი]], ფლიუსი და საწვავი (ქვანახშირი) მიეწოდება ღუმლის ზედა ნაწილში, ხოლო | + | '''ბრძმედი''' – შახტური ტიპის შვეული მეტალურგიული ღუმელი, რომლის დანიშნულებაა რკინის მადნიდან თუჯის, აგრეთვე სხვა სამრეწველო ლითონების (მაგ., ტყვია, სპილენძი) გამოდნობა. მასში მიმდინარეობს ძირითადად აღდგენითი პროცესები და მისი მუშაობა დაფუძნებულია კაზმისა და აირის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის პრინციპზე. საბრძმედე ღუმელში [[მადანი]], ფლიუსი და საწვავი (ქვანახშირი) მიეწოდება ღუმლის ზედა ნაწილში, ხოლო [[ჟანგბადი]]თ გამდიდრებული ჰაერი – ქვევიდან, რაც უზრუნველყოფს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობას ღუმლის მთელ მოცულობაში. ბრძმედული ღუმლები პირველად გაჩნდა I საუკუნეში [[ჩინეთი|ჩინეთში]] და შემდეგ კი შუასაუკუნეების [[ევროპა|ევროპის]] დასავლეთის ქვეყნებში ([[ბელგიის სამეფო]], ინგლისი, [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა]]). |
11:55, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია
ბრძმედი – შახტური ტიპის შვეული მეტალურგიული ღუმელი, რომლის დანიშნულებაა რკინის მადნიდან თუჯის, აგრეთვე სხვა სამრეწველო ლითონების (მაგ., ტყვია, სპილენძი) გამოდნობა. მასში მიმდინარეობს ძირითადად აღდგენითი პროცესები და მისი მუშაობა დაფუძნებულია კაზმისა და აირის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის პრინციპზე. საბრძმედე ღუმელში მადანი, ფლიუსი და საწვავი (ქვანახშირი) მიეწოდება ღუმლის ზედა ნაწილში, ხოლო ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერი – ქვევიდან, რაც უზრუნველყოფს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობას ღუმლის მთელ მოცულობაში. ბრძმედული ღუმლები პირველად გაჩნდა I საუკუნეში ჩინეთში და შემდეგ კი შუასაუკუნეების ევროპის დასავლეთის ქვეყნებში (ბელგიის სამეფო, ინგლისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა).