ლაკვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლაკვა''' (ღრუდო) – კლდეში ამოჭრილი დიდი ქვევრის მსგავსი წყლ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლაკვა''' (ღრუდო) – კლდეში ამოჭრილი დიდი [[ქვევრი]]ს მსგავსი წყლის რეზერვუარი. საუკეთესო ნიმუშები შემორჩენილია დავითგარეჯის [[ლავრა]]ში (ნათლისმცემელი, დოდოს რქა). აქაური [[ბერი|ბერები]] კლდეში გაჭრილი ღარების მეშვეობით ლაკვაში აგროვებდნენ წვიმის წყალს, რომელიც შემდეგ სასმელად გამოიყენებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.
+
'''ლაკვა''' (ღრუდო) – კლდეში ამოჭრილი დიდი [[ქვევრი]]ს მსგავსი წყლის [[რეზერვუარი]]. საუკეთესო ნიმუშები შემორჩენილია დავითგარეჯის [[ლავრა]]ში (ნათლისმცემელი, დოდოს რქა). აქაური [[ბერი|ბერები]] კლდეში გაჭრილი ღარების მეშვეობით ლაკვაში აგროვებდნენ წვიმის წყალს, რომელიც შემდეგ სასმელად გამოიყენებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.
  
  

15:45, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია

ლაკვა (ღრუდო) – კლდეში ამოჭრილი დიდი ქვევრის მსგავსი წყლის რეზერვუარი. საუკეთესო ნიმუშები შემორჩენილია დავითგარეჯის ლავრაში (ნათლისმცემელი, დოდოს რქა). აქაური ბერები კლდეში გაჭრილი ღარების მეშვეობით ლაკვაში აგროვებდნენ წვიმის წყალს, რომელიც შემდეგ სასმელად გამოიყენებოდა. თითოეული ლაკვის ტევადობა ხუთიდან ათ ტონამდე წყალს მოიცავდა. ერთი ძლიერი წვიმის შედეგად ივსებოდა პირთამდე. უდაბნოს პირობებში ეს იყო უაღრესად რაციონალური ხერხი წყლის შეგროვებისა. გარეჯული ლაკვები აღმოსავლური მეუდაბნოებისათვის დამახასიათებელ კლასიკურ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები