ახნირხურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
(ნაქურდალის ორმაგი, სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურება), ეს უკანასკნელი სპეციალური მიწვევით მიდიოდა ავადმყოფთან, თავზე სამჯერ შემოავლებდა მის კუთვნილ იარაღს ([[თოფი|თოფს]], [[ხმალი|ხმალს]], [[ხანჯალი|ხანჯალს]]) და [[სამჭედლო]] საქმის ღვთაებას („[[შაშვი (მითოლოგია)|შაშვი]]“) პირობას მისცემდა, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე მის სახელზე დამნაშავის ხარჯით [[ლოცვა]]სა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა (დაავადებულის თავზე შემოვლებულ იარაღს თან წაიღებდა და მხოლოდ დანაპირების შესრულების შემდეგ დააბრუნებდა). შერისხულებს მკითხავის — აწაავის ან აყუდირფავის მითითებით (დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით) ღვთაება შაშვისთვის გარკვეული ასაკისა და ფერის ერთი, ორი ან სამი დაკოდილი თხა უნდა შეეწირა. ახნირხურა სამჭედლოში სრულდებოდა; დაზარალებული ღვთაება შაშვს „დაჭერილ-დამიზეზებულის“ განთავისუფლებას შესთხოვდა. ამ წუთიდან დამნაშავეს ღვთის რისხვა ეხსნებოდა.  
 
(ნაქურდალის ორმაგი, სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურება), ეს უკანასკნელი სპეციალური მიწვევით მიდიოდა ავადმყოფთან, თავზე სამჯერ შემოავლებდა მის კუთვნილ იარაღს ([[თოფი|თოფს]], [[ხმალი|ხმალს]], [[ხანჯალი|ხანჯალს]]) და [[სამჭედლო]] საქმის ღვთაებას („[[შაშვი (მითოლოგია)|შაშვი]]“) პირობას მისცემდა, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე მის სახელზე დამნაშავის ხარჯით [[ლოცვა]]სა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა (დაავადებულის თავზე შემოვლებულ იარაღს თან წაიღებდა და მხოლოდ დანაპირების შესრულების შემდეგ დააბრუნებდა). შერისხულებს მკითხავის — აწაავის ან აყუდირფავის მითითებით (დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით) ღვთაება შაშვისთვის გარკვეული ასაკისა და ფერის ერთი, ორი ან სამი დაკოდილი თხა უნდა შეეწირა. ახნირხურა სამჭედლოში სრულდებოდა; დაზარალებული ღვთაება შაშვს „დაჭერილ-დამიზეზებულის“ განთავისუფლებას შესთხოვდა. ამ წუთიდან დამნაშავეს ღვთის რისხვა ეხსნებოდა.  
  
ბზიფის აფხაზეთში „დამიზეზებულის“ ოჯახში მჭედელთან ერთად მისული დაზარალებული, სათანადო შეთანხმების შემდეგ, პატიების
+
ბზიფის აფხაზეთში „დამიზეზებულის“ ოჯახში მჭედელთან ერთად მისული დაზარალებული, სათანადო შეთანხმების შემდეგ, პატიების ნიშნად ქამარს შეიხსნიდა; მჭედელი კი ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვისა და მსხვერპლშეწირვის პირობას დადებდა, ავადმყოფს თავზე სამჯერ შემოავლებდა [[რკინა|რკინის]] საგანს ([[ცული|ცულს]], [[წალდი|წალდს]] ან [[თოხი|თოხს]]) ან მცირე ზომის სპილენძის [[ქვაბი|ქვაბს]], რომელსაც ან სამჭედლოში წაიღებდა ან ნაჭერშემოხვეულს ავადმყოფის სასთუმალთან ან საწოლქვეშ დადებდა. ამ წესის შესრულებისათვის მჭედელი სათანადო გასამრჯელოს მიიღებდა. ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე დაკლავდნენ შეპირებული რაოდენობის დაკოდილ თხას, გამოაცხობდნენ ე.წ. „აჩაშვს“ (შაშვის [[პური|პურს]]) და [[აკვაკვარი|აკვაკვარებს]] (კვერებს) და სამჭედლოში სათანადო ლოცვას ჩაატარებდნენ; ავადმყოფი შაშვის რისხვისგან განთავისუფლებული იყო. დამნაშავის ოჯახი ამ დღეს აკრძალულ დღედ იწესებდა („[[ამშშარა]]“) და წელიწადში ერთხელ ღვთაება შაშვის სახელზე ლოცულობდა.
ნიშნად ქამარს შეიხსნიდა; მჭედელი კი ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვისა და მსხვერპლშეწირვის პირობას დადებდა, ავადმყოფს თავზე სამჯერ შემოავლებდა რკინის საგანს (ცულს, წალდს ან თოხს) ან მცირე ზომის სპილენძის [[ქვაბი|ქვაბს]], რომელსაც ან სამჭედლოში წაიღებდა ან ნაჭერშემოხვეულს ავადმყოფის სასთუმალთან ან საწოლქვეშ დადებდა. ამ წესის შესრულებისათვის მჭედელი სათანადო გასამრჯელოს მიიღებდა. ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე დაკლავდნენ შეპირებული რაოდენობის დაკოდილ თხას, გამოაცხობდნენ ე.წ. „აჩაშვს“ (შაშვის [[პური|პურს]]) და [[აკვაკვარი|აკვაკვარებს]] (კვერებს) და სამჭედლოში სათანადო ლოცვას ჩაატარებდნენ; ავადმყოფი შაშვის რისხვისგან განთავისუფლებული იყო. დამნაშავის ოჯახი ამ დღეს აკრძალულ დღედ იწესებდა („[[ამშშარა]]“) და წელიწადში ერთხელ ღვთაება შაშვის სახელზე ლოცულობდა.
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 12:41, 30 სექტემბერი 2022 მდგომარეობით

ა-ხნჷრხურა (აფხ. Ахьнырхәара) – ყალბი ფიცის გამო ღვთისგან შერისხული პირის (მაგ., ქურდობაში ეჭვმიტანილის) ან მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში დაზარალებულის (ხატზე გადამცემის) მიერ „დაჭერილ-დამიზეზებულის“ განთავისუფლების მიზნით შესასრულებელი წესი. მას შემდეგ რაც დამნაშავის ოჯახი დააკმაყოფილებდა დაზარალებულის მოთხოვნებს (ნაქურდალის ორმაგი, სამმაგი ან ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურება), ეს უკანასკნელი სპეციალური მიწვევით მიდიოდა ავადმყოფთან, თავზე სამჯერ შემოავლებდა მის კუთვნილ იარაღს (თოფს, ხმალს, ხანჯალს) და სამჭედლო საქმის ღვთაებას („შაშვი“) პირობას მისცემდა, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე მის სახელზე დამნაშავის ხარჯით ლოცვასა და მსხვერპლშეწირვას ჩაატარებდა (დაავადებულის თავზე შემოვლებულ იარაღს თან წაიღებდა და მხოლოდ დანაპირების შესრულების შემდეგ დააბრუნებდა). შერისხულებს მკითხავის — აწაავის ან აყუდირფავის მითითებით (დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით) ღვთაება შაშვისთვის გარკვეული ასაკისა და ფერის ერთი, ორი ან სამი დაკოდილი თხა უნდა შეეწირა. ახნირხურა სამჭედლოში სრულდებოდა; დაზარალებული ღვთაება შაშვს „დაჭერილ-დამიზეზებულის“ განთავისუფლებას შესთხოვდა. ამ წუთიდან დამნაშავეს ღვთის რისხვა ეხსნებოდა.

ბზიფის აფხაზეთში „დამიზეზებულის“ ოჯახში მჭედელთან ერთად მისული დაზარალებული, სათანადო შეთანხმების შემდეგ, პატიების ნიშნად ქამარს შეიხსნიდა; მჭედელი კი ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვისა და მსხვერპლშეწირვის პირობას დადებდა, ავადმყოფს თავზე სამჯერ შემოავლებდა რკინის საგანს (ცულს, წალდს ან თოხს) ან მცირე ზომის სპილენძის ქვაბს, რომელსაც ან სამჭედლოში წაიღებდა ან ნაჭერშემოხვეულს ავადმყოფის სასთუმალთან ან საწოლქვეშ დადებდა. ამ წესის შესრულებისათვის მჭედელი სათანადო გასამრჯელოს მიიღებდა. ავადმყოფის გამოჯანმრთელებისთანავე დაკლავდნენ შეპირებული რაოდენობის დაკოდილ თხას, გამოაცხობდნენ ე.წ. „აჩაშვს“ (შაშვის პურს) და აკვაკვარებს (კვერებს) და სამჭედლოში სათანადო ლოცვას ჩაატარებდნენ; ავადმყოფი შაშვის რისხვისგან განთავისუფლებული იყო. დამნაშავის ოჯახი ამ დღეს აკრძალულ დღედ იწესებდა („ამშშარა“) და წელიწადში ერთხელ ღვთაება შაშვის სახელზე ლოცულობდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები