ქარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქარსი '''ქარსი''' – გამჭვირვალე ფენოვანი [[მინ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:25, 5 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ქარსი

ქარსი – გამჭვირვალე ფენოვანი მინერალი. სიმკვრივე – 2770-2300 კგ/მ3. არსებობს სამი სახის:
მუსკოვიტი [KAl2(AISi3O10)(OH)2],
ფლოგოპიტი [K(Mg, Fe)3(AISi3O10)(OH, F)2] და
ბიოტიტი [K(Mg,Fe)3(AISi3O10)(OH,F)2.

ქარსის სტრუქტურა შედგება ორი ტეტრაედრული ფენისა [AlSi3O10]4− ან [Si4O10]4− და ერთი კათიონებისაგან შემდგარი ოქტაედრული ფენისაგან.

ქარსის მჭიდა ნივთიერებებთან შერევით ამზადებენ მაღალხარისხოვან ფენოვან ელექტროსაიზოლაციო მასალას, რომელიც გამოიყენება ელექტრო-, რადიო- და ავიატექნიკაში, აგრეთვე სამშენებლო საქმეში (დიზაინი, სარესტავრაციო სამუშაოები) და სხვ. ქარსი ცნობილი იყო პალეოლითის ეპოქაში (გამოქვაბულების მხატვრობა), ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში, საბერძნეთსა და რომის ცივილიზაციაში, ჩინეთში, აცტეკებში (ტეოტიუაკანეს მზის პირამიდა) და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები