ქლიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქლიბი '''ქლიბი''' – ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი...)

16:20, 7 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ქლიბი

ქლიბი – ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი, რომლითაც ლითონს ფხეკენ. ქლიბის ზედაპირი მჭრელი ნაჭდევით (კბილებით) არის აღჭურვილი. ნაჭდევის მიხედვით ქლიბი განირჩევა: საქლეში ნაჭდევით (ყველაზე დიდი ზომის კბილებით) და საპირე ნაჭდევით (წვრილი ზომის კბილებით). განივკვეთის მიხედვით შეიძლება იყოს: ბრტყელი, სამკუთხა, ოთხკუთხა, ტრაპეციული, მრგვალი, ნახევრადმრგვალი და რომბის ფორმის. ქლიბი რომელსაც წერტილოვანი ნაჭდევი კბილები აქვს ეწოდება ჭოპოსანი და მერქნის, ძელისა და ტყავის დასამუშავებლად გამოიყენება. ქლიბით უმეტესად ხელით მუშაობენ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები