ქსოვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჟაკარდული ქსოვილი '''ქსოვილი''' (ტექსტილი) – ...) |
16:08, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ქსოვილი (ტექსტილი) – საფეიქრო ნაწარმი, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგებზე ურთიერთმართობული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი (ქსელი) და განივი (მისაქსელი) ძაფებისაგან. ქსოვილი შეიძლება იყოს ბამბის, შალის, აბრეშუმის, სელის, ქიმიური ბოჭკოსი და სხვ.
ჟაკარდული ქსოვილი
მსხვილსახეებიანი სქელი ქსოვილი. იყენებენ ავეჯის წარმოებაში, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად, მაგიდისა და საწოლის გადასაფარებლად, ფარდად და სხვ.