წვივსაკრავი
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
===== შილის საწვივე ===== | ===== შილის საწვივე ===== | ||
| − | შილის საწვივე [[ბამბა (მცენარე)|ბამბის]] ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა. | + | შილის საწვივე [[ბამბა (მცენარე)|ბამბის]] [[ქსოვილი|ქსოვილიდან]] მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა. |
წვივსაკრავი - შილისა, ბამბის ქსოვილი, მუქი ყავისფერი, ფოჩებიანი, ირგვლივ მწვანე გრეხილი აქვს შემოვლებული, ფოჩებთან თეთრი ღილები და [[მძივი]]ს რგოლებია - კვერილები დაკერებული. სიგრძე 109 ცმ. სიგანე - 1სმ. | წვივსაკრავი - შილისა, ბამბის ქსოვილი, მუქი ყავისფერი, ფოჩებიანი, ირგვლივ მწვანე გრეხილი აქვს შემოვლებული, ფოჩებთან თეთრი ღილები და [[მძივი]]ს რგოლებია - კვერილები დაკერებული. სიგრძე 109 ცმ. სიგანე - 1სმ. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:16, 10 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
წვივსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე ჩახსაკრავია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.
ხევსურეთში ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია
- „შილის“ ანუ „შაკერილი საწვივე“,
- „დაწნული საწვივე“
- „ყდის“ ანუ „ტოლის საწვივე“.
სარჩევი |
[რედაქტირება] შილის საწვივე
შილის საწვივე ბამბის ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.
წვივსაკრავი - შილისა, ბამბის ქსოვილი, მუქი ყავისფერი, ფოჩებიანი, ირგვლივ მწვანე გრეხილი აქვს შემოვლებული, ფოჩებთან თეთრი ღილები და მძივის რგოლებია - კვერილები დაკერებული. სიგრძე 109 ცმ. სიგანე - 1სმ.
[რედაქტირება] დაწნული საწვივე
დაწნული საწვივე ცხრა ან თორმეტი სამღოლი (სამწვერი) ნართიდან იწვნებოდა თითებზე ბრტყლად. მის ბოლოებს ნაქარგი შილებით ამკობდნენ.
წვივსაკრავი - მატყლის ნართისა, ყავისფერი, დაწნული; ორივე ბოლო ფერადი ძაფის ფოჩით მთავრდება. ნაწიბურზე გრძლად მწვანე ძაფის დაწნული ზონარი შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოებზე მძივით შემკული აბრეშუმით ნაქარგი შილაა დაკერებული. ორნამენტის სახეა: აკუშურა, კვერილები. დაქარგული ნაწილი დასარჩულებულია. სიგრძე 74 სმ, სიგანე - 1სმ.
[რედაქტირება] ტოლის საწვივე
ყდის ანუ ტოლის საწვივე ყდაზე იქსოვებოდა ცერა თითის სიგანისა. მასაც ბოლოებს მოუქარგავდნენ.
წვივსაკრავი - ტოლისა, მუქი წითელი. ნაწიბურზე მწვანე ძაფის დაწნული ზონარი - შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოები მძივშემკული ფერადი შალის ძაფის ფოჩით მთავრდება. ბოლოები ნაქარგია აბრეშუმის ფერადი ძაფით, შიბით დაკერვის წესით. ორნამენტის სახეა - აკუშურა. ნაქარგ სახეს სირმის გრეხილი აქვს შემოვლებული ცალ საწვივეზე ამოქარგულია: „კაბბა“. სიგრძე -109სმ. სიგანე -3,8 სმ. (სოფ. ბაკურხევი).
[რედაქტირება] წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964