ალტერნატიული დანახარჯი (ღირებულება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალტერნატიული დანახარჯები (ღირებულება)''' - (opportunity cost) - ხელიდან გ...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
 
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]]

14:18, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ალტერნატიული დანახარჯები (ღირებულება) - (opportunity cost) - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დანახარჯი (ღირებულება), იმ საქონლისა და მომსახურების ალტერნატიული დანახარჯი, რომელთა დათმობა აუცილებელია მოცემული საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად ან შესაძენად. სხვა სიტყვებით, ამა თუ იმ საქონლის საწარმოებლად გარკვეული რესურსების არჩევა ნიშნავს სხვა, ალტერნატიული საქონლის წარმოების შეუძლებლობას. ნებისმიერ ქვეყანას, განვითარების დონის მიუხედავად, აქვს წარმოებრივი შესაძლებლობის ზღვარი.

მას არ შეუძლია განუსაზღვრელად გაზარდოს წარმოება სრული დასაქმების პირობებშიც კი, ვინაიდან ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია რესურსების უკმარისობის გამო. რესურსების შეზღუდულობა იწვევს წარმოების შეზღუდვასაც. ამიტომ რაიმე საქონლის წარმოება განაპირობებს იმავე რესურსების გამოყენებაზე უარის თქმას სხვა, ალტერნატიული პროდუქტის საწარმოებლად. ამრიგად, ყველა დანახარჯი, გარკვეულწილად, ალტერნატიულია. რეალურ წარმოებრივ საქმიანობაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფულადი, არამედ ალტერნატიული დანახარჯიც.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები