თავისუფალი ეკონომიკური ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ გადაიტანა გვერდზე „[[სპეციალური ე...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სპეციალური ეკონომიკური ზონა“ გადაიტანა გვერდზე „[[თავისუფალი ე...)

17:32, 11 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ) - (tree economical area) - ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი მეწარმეობა, რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, ნოუ-ჰაუს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს ვალუტის მოზიდვას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.

არსებობს თეზ-ის სამი ტიპი:
1. წარმოებრივი ზონები;
2. თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები;
3. საექსპორტო მრეწველობის ზონები.

სარჩევი

წარმოებრივი ზონა

წარმოებრივი ზონა შემოსაზღვრული ტერიტორია ქვეყნის შიგნით, სადაც წესდება განსაკუთრებული შეღავათები (დადაბეგვრის, ამორტიზაციის ნორმის და ა.შ. ნაწილში) მეურნეობის წარმართვისათვის.

თავისუფალი პორტები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები

თავისუფალ პორტსა (აეროპორტშიც) და თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შეტანისას ბაჟს არ ახდევინებენ, სანამ საქონელი საწყობშია და რეალიზებული არ არის.

საექსპორტო მრეწველობის ზონები

საექსპორტო მრეწველობის ზონაში უბაჟოდ შეაქვთ საქონელი, საზღვარგარეთ გასატანად გამოსაშვები პროდუქციისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, დასაკომპლექტებელი მასალები და ნაკეთობები.

განასხვავებენ აგრეთვე თავისუფალი (ერთობლივი) მეწარმეობის ზონებს და საექსპორტო ეკონომიკურ ზონებს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები