ღვარცოფული მასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღვარცოფული მასა''' – მთის ქანების ნატეხებისა და წყლის ნარე...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:33, 13 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ღვარცოფული მასა – მთის ქანების ნატეხებისა და წყლის ნარევისაგან შექმნილი ღვარცოფული ნაკადის ტანი. ღვარცოფული მასის შემადგენლობა დამოკიდებულია მის გენეზისსა და ღვარცოფული აუზის გეოლოგიურ აგებულებაზე. თანამედროვე გამყინვარებისა და მკაცრი კლიმატის რაიონებში ღვარცოფების მყარი ჩანართის სახით, გარდა ჩვეულებრივი მთის ქანებისა, გვევლინება თოვლი და ყინული; დასახლებულ რაიონებში ღვარცოფული მასის შემადგენლობაში შეინიშნება მერქნიანი მცენარეულობის მონატეხი მასალა. მასის შემადგენლობის მიხედვით განარჩევენ ღვარცოფების შემდეგ ძირითად სახეებს: ტალახიანი, ქვატალახიანი, ქვაწყლიანი, წყალთოვლიანი, წყალყინულიანი. საკუთრივ, ღვარცოფულ ნაკადებში, მტვრისებრი და თიხნარი ნაწილაკების მონაწილეობის წილი მყარ ჩანართში განსაზღვრავს მოძრაობის ხასიათის ხარისხობრივ სხვაობებს; ამის საფუძველზე გამოყოფენ ღვარცოფების ორ ტიპს – ბმულსა და არაბმულს.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები