ფანასკერტელი ზაზა
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| − | ჟორდანია 1897: 270; თაყაიშვილი 1938: 62; ქისკ 2013: 108, 240; ბახტაძე 2003: 280; ბერძენიშვილი 2005: 14-15; ჯოჯუა 2015: 371-375. | + | * ჟორდანია 1897: 270; თაყაიშვილი 1938: 62; |
| + | * ქისკ 2013: 108, 240; | ||
| + | * ბახტაძე 2003: 280; | ||
| + | * ბერძენიშვილი 2005: 14-15; | ||
| + | * ჯოჯუა 2015: 371-375. | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | '''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში''' | ||
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:ტაოს ერისთავები]] | [[კატეგორია:ტაოს ერისთავები]] | ||
11:18, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ფანასკერტელი ზაზა - ტაოს ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, ე. თაყაიშვილმა მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლუთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისადმი. საბუთი დათარღებლია XV ს-ის პირველი ნახევრით. იგი ამტკიცებს, რომ ტაოს ერისთავები XV ს-შიც უმკლავდებოდნენ ათაბაგთა სახლის შემოტევას. ამ ბრძოლაში ფანასკერტელ ერისთვებს ზურგს უმაგრებდა საქართველოს სამეფო სახლი - ალექსანდრე I-ის ძე მეფე ვახტანგ IV ცოლად ირთავს თაყა ფანასკერტელის დას, სითიხათუნს, ხოლო მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი თაყა ფანასკერტელის მეუღლე ყოფილა.
ტაოს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტაოს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565), როდესაც მან სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტაოს ერისთავად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (თ. ჯოჯუა). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟორდანია 1897: 270; თაყაიშვილი 1938: 62;
- ქისკ 2013: 108, 240;
- ბახტაძე 2003: 280;
- ბერძენიშვილი 2005: 14-15;
- ჯოჯუა 2015: 371-375.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში