პლაზმური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პლაზმური შედუღება''' − შედუღების სახეობა, რომელშ...) |
12:24, 20 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
პლაზმური შედუღება − შედუღების სახეობა, რომელშიც სითბოს წყარო არის პლაზმური ჭავლი ანუ შეკუმშული რკალი, რომელიც მიიღება პლაზმოტრონის მეშვეობით. ელექტრომაგნიტური ძალების ზემოქმედებით შეკუმშული და აჩქარებული პლაზმის ჭავლი ნაკეთობაზე ახდენს თერმულ და აირდინამიკურ ზემოქმედებას. შედუღების გარდა ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება დანადუღის, დაფქვისა და ჭრის ტექნოლოგიურ ოპერაციებში.