შეელიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ბუნებრივი შეელიტი '''შეელიტი''' – (ცნობილი შ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:55, 21 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
შეელიტი – (ცნობილი შვედი ქიმიკოსის კარლ ვილგელმ შეერის სახელის მიხედვით), იშვიათი და ძვირფასი ნახევრადგამჭვირვალე ფერადი ქვა, რომელსაც აქვს ბრილიანტის ბრწყინვალება და ლამაზი ოქროსფერ-მოყვითალო ფერი. წარმოადგენს ვოლფრამატის კალციუმს. ქიმიური ფორმულა CaWO4; სიმკვრივე – 5900-6120 კგ/მ3; სიმაგრე მოოსის სკალით – 5. გამოიყენება ვოლფრამის მისაღებად, კვანტურ გენერატორებში, საიუველირო საქმეში და სხვ.