ეჯოურტი ფრენსის ისიდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეჯოურტი ფრენსის ისიდრო''' - (1845-1926) (Edgeworth Fransis Ysidro) – ოქსფორდის უნივე...) |
13:27, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ეჯოურტი ფრენსის ისიდრო - (1845-1926) (Edgeworth Fransis Ysidro) – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1891-1922 წლებში, ამავე წლებში «ეკონომიკური ჟურნალის» გამომცემელი, მარჟინალისტი და ეკონომიკურმათემატიკური სკოლის წარმომადგენელი. ცნობილია აგრეთვე როგორც სტატისტიკური მეთოდების მკვლევარი. ეჯოურტის ნაშრომებიდან აღსანიშნავია: «მათემატიკური ფსიქოლოგია» (1881), «ალბათობისა და სარგებლიანობის გაზომვის მეთოდი» (1888), «მონოპოლიების თეორია» (1897), «განაწილების თეორია» (1904), «სტატიები პოლიტიკური ეკონომიის შესახებ» (1925) და ა.შ. მისი გამოკვლევებიდან განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ინდექსებისა და საბანკო საქმის მათემატიკური მოდელირებისადმი მიძღვნილმა პუბლიკაციებმა.