ვაგნერის კანონი
(ახალი გვერდი: '''ვაგნერის კანონი''' - (Wagner’s law) - ჰიპოთეზა, რომელიც წამოაყენა XIX სა...) |
13:33, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
ვაგნერის კანონი - (Wagner’s law) - ჰიპოთეზა, რომელიც წამოაყენა XIX საუკუნის ბოლოს გერმანელმა ეკონომისტმა ადოლფ ვაგნერმა. მისი აზრით, სამრეწველო განვითარებას თან ახლავს სახელმწიფო ხარჯების წილის ზრდა მთლიან ეროვნულ პროდუქტში. ვაგნერმა ჩამოაყალიბა ამ მოვლენის სამი ძირითადი მიზეზი: ხარჯების შეფარდებითი ზრდა სახელმწიფო მმართველობაზე, კანონიერების და წესრიგის დაცვაზე, აგრეთვე საზოგადოების განვითარების კვალობაზე ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებაზე; მოთხოვნის ელასტიკურობა სახელმწიფოს კულტურულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე. მოთხოვნა ასეთი სახის მომსახურებაზე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე შემოსავლები; ეკონომიკური განვითარების კვალობაზე სამრეწველო მონოპოლიების ზრდა, რომელიც სახელმწიფო კონტროლს მოითხოვს. ვაგნერის წინასწარმეტყველება დაადასტურა შემდგომმა მოვლენებმა, თუმცა, იმ პერიოდში იგი გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი.