დაბალსართულიანი შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დაბალსართულიანი შენობა''' − 1-2 სართულიანი შენობები, ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:34, 24 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
დაბალსართულიანი შენობა − 1-2 სართულიანი შენობები, რომლებშიც ძირითადად განთავსებულია სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები, მაღაზიები, ადმინისტრაციული დაწესებულებები, სავადმყოფოები, კლუბები, კინოთეატრები, ბიბლიოთეკები და სხვ. კულტურული დაწესებულებები. ასეთ შენობებში მზიდ კედლებში გამოიყენება აგური, უჯრედოვანი ან წიდაბეტონის კონსტრუქციები, წვრილი და მსხვილი ბეტონის ბლოკები, მერქანი, არბოლიტი და სხვ. გადახურვებში უპირატესობა ენიჭება მსუბუქ ლითონისა და ხის კოჭებსა და წამწეებს; საძირკვლებისათვის – ლენტურ მონოლითურ ან ანაკრებ ბეტონის კონსტრუქციებს.