მერქნის შეშრობა
(ახალი გვერდი: '''მერქნის შეშრობა''' − გაჯირჯვების შებრუნებული პროცესი. სრულ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:29, 25 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
მერქნის შეშრობა − გაჯირჯვების შებრუნებული პროცესი. სრული (მაქსიმალური) შეშრობა ეწოდება მერქნის ისეთ მდგომარეობას, როდესაც მისგან სრულად არის გამოძევებული შეკავშირებული ტენი. მერქნის შეშრობის დროს ხდება მერქნის გეომეტრიული ზომებისა და მოცულობის შემცირება. წიწვოვანი ჯიშის მერქნის შეშრობის სიდიდის საშუალო მნიშვნელობა ნაკლებია, ვიდრე ფოთლოვანი ჯიშისა. მერქნის შეშრობის არათანაბრობა (ტანგენციური და რადიალური მიმართულებებით მერქნის შეშრობის სიდიდეების ფარდობა) წიწვოვან ჯიშებს მეტი აქვთ, ვიდრე ფოთლოვანს. არათანაბარი შეშრობის შედეგად მერქანში წარმოიშობა არასასურველი შინაგანი დაძაბულობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხის ელემენტებში ბზარების წარმოქმნა.
მერქნის სრული შეშრობა არია მერქნის მდგომარეობა, როდესაც მისგან სრულად არის გამოძევებული შეკავშირებული ტენი. მისი სიდიდის განსაზღვრისას საჭიროა ნიმუშში ტენიანობა გაჯერების ზღვრიდან შემცირდეს ნულამდე. სრული შეშრობის სიდიდე გამოითვლება ფორმულით: Yმაქს = [(aმაქს– a0)/a0]∙100%, სადაც aმაქს და a0 – ნიმუშის ზომები (მოცულობები) გაჯერების ზღვარზე აბსოლუტურად მშრალ მდგომარეობაში, მმ (მმ3).