შიბერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შიბერი''' – მილგაყვანილობის არმატურა, საკვალთი, რომელიც გა...) |
14:04, 25 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
შიბერი – მილგაყვანილობის არმატურა, საკვალთი, რომელიც გამოიყენება მილში გამავალი სითხის (აირის) რაოდენობის დასარეგულირებლად. შიბერული საკვალთი ჩვეულებრივისაგან განსხვავდება ჩამკეტი მექანიზმით. იგი მომარჯვებულია ლითონის სოლით ან ფირფიტით, რომელთა მოძრაობით ხდება ნაკადის დარეგულირება. შიბერი შეიძლება დაყენდეს ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ ან დახრილ მდგომარეობაში და მისი საშუალებით შეიძლება მოვახდინოთ ბუნკერიდან გამოსული წვრილმარცვლოვანი მასალის რაოდენობის რეგულირებაც.