ნარანდი (პროფილი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნარანდი (პროფილი)“ გადაიტანა გვერდზე „შპუნტი (პროფილი)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შპუნტი (პროფილი)“ გადაიტანა გვერდზე „ნარანდი (პროფილი)“ გადამი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:22, 26 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ნარანდი (შპუნტი) − ფოლადის ღარისებრი პროფილი მომრგვალებული კიდეებით ან რკინაბეტონის ცილინდრული ფორმის ხიმინჯოვანი კონსტრუქცია შემომზღუდავი ან გრუნტის წყლების მოდინების საწინააღმდეგო კედლის კონსტრუქციის მოსაწყობად. შპუნტის ძირითადი დანიშნულებაა შენობის ნულოვანი ციკლის სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ქვაბულის ფერდოების მდგრადობა, აგრეთვე გამორიცხოს ახლოს მდებარე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ახალი მშენებლობის გავლენა. მისი განივკვეთის ზომები და სიგრძე (ჩასობის სიღრმე) მიიღება გაანგარიშებით. შპუნტის ჩასობა გრუნტში ხდება სტატიკური დაწნევით, დარტყმით, ვიბრაციით ან კომბინირებული მეთოდით. ხშირად შპუნტის მოსაწყობად მიმართავენ ბურღვით მეთოდსაც – ნაბურღ ცილინდრში თავსდება არმატურის კარკასი და ბეტონი მიეწოდება წნევით შპუნტის წვეროდან ზემოთ.