არაერთგვაროვანი კაპიტალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არაერთგვაროვანი კაპიტალი''' - (heterogeneous capital) - სხვადასხვა სახის ფი...)

12:11, 27 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

არაერთგვაროვანი კაპიტალი - (heterogeneous capital) - სხვადასხვა სახის ფიზიკური კაპიტალი, გამოყენებული მაღალსპეციალიზებული კონკრეტული წარმოებრივი პროცესებისათვის. მისი სხვა მიზნით გამოყენება შეუძლებელია. არაერთგვაროვანი კაპიტალი განსხვავდება ერთგვაროვანი ძირითადი კაპიტალისაგან, რომლის გამოყენება შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა საქონლის წარმოებისათვის და სხვადასხვა წარმოებრივ პროცესში. თუ კაპიტალი არაერთგვაროვანია, მაშინ, როგორც კემბრიჯის სკოლის წარმომადგენლები (ა. პიგუ, დ. რობერტსონი და სხვები) აღნიშნავენ, წარმოიქმნება სერიოზული პრობლემები ერთობლივი წარმოებრივი ფუნქციის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი კი ნეოკლასიკურ მოდელებში გამოიყენება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები