ჩამაგრების კოეფიციენტი
(ახალი გვერდი: ჩამაგრების კოეფიციენტი '''ჩამაგრები...) |
მიმდინარე ცვლილება 15:52, 27 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ჩამაგრების კოეფიციენტი – ხის კონსტრუქციებში, μ კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია ღეროს ბოლოების ჩამაგრების ტიპზე, რომლის საშუალებითაც გამოითვლება ღეროს საანგარიშო სიგრძე ℓ0 = μ∙ℓ, სადაც ℓ არის ღეროს თავისუფალი (გეომეტრიული) სიგრძე. გრძივი ძალებით დატვირთული სწორხაზოვანი ელემენტის საანგარიშო სიგრძის გამოსათვლელად μ-ის მნიშვნელობები აიღება შემდეგი: ორივე ბოლოთი სახსროვნად ჩამაგრებული ელემენტისათვის – 1; ერთი ბოლოთი სახსროვნად, მეორე ბოლოთი ხისტად ჩამაგებული ელემენტისათვის – 0,7; ორივე ბოლოთი ხისტად ჩამაგრებული ელემენტისათვის – 0,5; ერთი ბოლოთი ხისტად, მეორე ბოლოთი სახსროვნად ჩამაგრებული ელემენტისათვის (კონსოლი) – 2,0. ელემენტის მთელ სიგრძეზე თანაბრად განაწილებული დატვირთვისათვის μ მნიშვნელობები შემდეგია: ორივე ბოლოთი სახსროვნად ჩამაგრებული ელემენტისათვის – 0,73; ერთი ბოლოთი ხისტად, მეორე ბოლოთი სახსროვნად ჩამაგრებული ელემენტისათვის – 1,2. ზოგადად μ კოეფიციენტის მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს 0,5-ზე ნაკლები.