კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია''' - (welfare economics) - იკვლევს ქვეყნ...)

15:56, 27 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია - (welfare economics) - იკვლევს ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის ზემოქმედებას საზოგადოების წევრთა კეთილდღეობაზე. ნორმატიული ასპექტის ზოგადი სახელწოდება. კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია იძლევა პოლიტიკურ რეკომენდაციებს. იგი ძირითადად ეყრდნობა პარეტოს თეორიას, რომელსაც ზოგჯერ კეთილდღეობის ახალ ეკონომიკურ თეორიასაც კი უწოდებენ. მისთვის, პიგუს თეორიისაგან განსხვავებით, ნიშანდობლივია სარგებლიანობის რაოდენობრივი გაზომვის იდეის უარყოფა. ზოგიერთმა ეკონომისტმა წამოაყენა წინადადება ბერგსონის საზოგადოებრივი კეთილდღეობის ფუნქციის გამოყენების შესახებ. იგი ასაბუთებს სარგებლიანობის რაოდენობრივად გაზომვის შესაძლებლობას. ამ ფუნქციის ფორმულირება უკავშირდება საზოგადოების მიზნებს, რომელშიც საზოგადოებრივი კეთილდღეობის დონე წარმოდგენილია როგორც რესურსების ალოკაციის ფუნქცია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები