ბიოლოგიური იარაღი
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ბიოლოგიური იარაღის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს მცირე მაინფიცირებელი დოზა, დიდ ტერიტორიებზე ფარული გამოყენება, ინდიკაციის სიძნელე, მოქმედების შერჩევითობა. იგი გამოირჩევა ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ყოველივე ეს განაპირობებს [[ჯარები|ჯარებისა]] და მოსახლეობის ბიოლოგიური დაცვის და ამ [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულეს. | ბიოლოგიური იარაღის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს მცირე მაინფიცირებელი დოზა, დიდ ტერიტორიებზე ფარული გამოყენება, ინდიკაციის სიძნელე, მოქმედების შერჩევითობა. იგი გამოირჩევა ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ყოველივე ეს განაპირობებს [[ჯარები|ჯარებისა]] და მოსახლეობის ბიოლოგიური დაცვის და ამ [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულეს. | ||
| − | მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ბევრ [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ხელეწიფება, მისი მასობრივი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. 1975 წლიდან ძალაში შევიდა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და განადგურების 1972 წლის კონვენცია. | + | მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ბევრ [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ხელეწიფება, მისი მასობრივი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. 1975 წლიდან ძალაში შევიდა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და განადგურების 1972 წლის [[კონვენცია]]. |
მიმდინარე ცვლილება 11:42, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ბიოლოგიური იარაღი - (ბაქტერიოლოგიური იარაღი), მასობრივი დაზიანების იარაღის სახეობა, რომლის მოქმედება ემყარება ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას. შეიძლება შეიცავდეს ბიოლოგიური საშუალებებით აღჭურვილ საბრძოლო მასალებს (რაკეტების საბრძოლო ნაწილები, საავიაციო ბომბები, ლულიანი და რეაქტიული არტილერიის ჭურვები და სხვა) და მათი მიტანის საშუალებებს (რაკეტები, თვითმფრინავები, აეროსტატები, საარტილერიო ქვემეხები და სხვა).
ბიოლოგიური იარაღის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს მცირე მაინფიცირებელი დოზა, დიდ ტერიტორიებზე ფარული გამოყენება, ინდიკაციის სიძნელე, მოქმედების შერჩევითობა. იგი გამოირჩევა ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ყოველივე ეს განაპირობებს ჯარებისა და მოსახლეობის ბიოლოგიური დაცვის და ამ იარაღის გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ბევრ სახელმწიფოს ხელეწიფება, მისი მასობრივი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. 1975 წლიდან ძალაში შევიდა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და განადგურების 1972 წლის კონვენცია.