კრედიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კრედიტი''' - (credit, loan) [<ლათ. creditum სესხი, ვალი <credere ნდობა] # დროებით თავ...) |
15:33, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია
კრედიტი - (credit, loan) [<ლათ. creditum სესხი, ვალი <credere ნდობა]
- დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ან საქონლის გაცემა ვალად განსაზღვრული ვადით ფიქსირებული პროცენტის საფასურად. კრედიტის ძირითადი ფორმებია: აქცეპტური, აქცეპტურ-რამბუსნული, იპოთეკური, კომერციული, რელოვერული, საბანკო, საერთაშორისო, საექსპორტო, სავალუტო, სამომხმარებლო. განასხვავებენ მოკლე- და გრძელვადიან კრედიტს. მოკლევადიანი კრედიტი, როგორც წესი, გაიცემა ერთ წლამდე ვადით, ხოლო გრძელვადიანი - ერთ წელზე მეტი ვადით და ძირითადად საინვესტიციო კაპიტალის სახით გამოიყენება;
- საბუღალტრო ანგარიშის მარჯვენა მხარე. აქტიურ ანგარიშში კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს შემცირებას, ანუ გასავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - ზრდას, ანუ შემოსავალს. პასიურ ანგარიშში კი, პირიქით, კრედიტში ჩანაწერი ნიშნავს ზრდას, ანუ შემოსავალს, ხოლო დებეტში ჩანაწერი - შემცირებას, ანუ გასავალს;
- ნდობა, ნდობით სარგებლობა.