ლიბერალიზაცია (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლიბერალიზაცია''' - (liberalization) - ეკონომიკის განთავისუ...) |
11:24, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ლიბერალიზაცია - (liberalization) - ეკონომიკის განთავისუფლება მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მმართველობისაგან და მისი მართვა «უხილავი ხელით», რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფოს უხეში ჩარევის აღკვეთასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას, თავისუფალი ფასწარმოქმნის დამკვიდრებას, მეწარმეობისათვის ფართო დამოუკიდებლობის მინიჭებასა და ა.შ. ფასების ლიბერალიზაციას უწოდებენ ფასების განთავისუფლებას სახელმწიფოს «მარწუხებისაგან» და მათ თავისუფალ საბაზრო ფასებზე გადასვლას.