ლიზინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლიზინგი''' - (lease) - კომერციული საქმიანობის ფორმა, საარენდო ოპერ...) |
11:28, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ლიზინგი - (lease) - კომერციული საქმიანობის ფორმა, საარენდო ოპერაციების ნაირსახეობა, რომელიც გულისხმობს მანქანების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, წარმოებითი დანიშნულების ნაგებობების გრძელვადიან არენდას 3-დან 9 წლამდე ან ზოგჯერ უფრო ხანგრძლივი ვადით (10-დან 15 წლამდე). ფირმა-არენდატორი თანდათანობით ფარავს დავალიანებას ამ მოწყობილობათა გამოყენების მიხედვით. სალიზინგო კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ არენდატორს შეუძლია შეიძინოს მოწყობილობები ნარჩენი ღირებულების გადახდის კვალობაზე, დადოს ახალი შეთანხმება ან მატერიალური ფასეულობები დაუბრუნოს სალიზინგო კომპანიას.