ლითონის ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლითონის ფული''' - (coinage) - ფულის ლითონურ-ჭედური ფორმა, [[ლითონი|ლით...)

11:33, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია

ლითონის ფული - (coinage) - ფულის ლითონურ-ჭედური ფორმა, ლითონის მონეტებისგან შემდგარი ნაღდი ფულის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა სრულფასოვან ოქროსა და ვერცხლის მონეტებად და არასრულფასოვან (ბილონურ) ხურდა ლითონის მონეტებად. ეს უკანასკნელი ქაღალდის ფულის ნაირსახეობაა, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება მის შინაგან ღირებულებას (თვით ლითონის ღირებულებასა და მისი მოჭრის ხარჯებს). ნომინალურ ღირებულებასთან ერთად მასზე აღბეჭდილია უფლებრივი სტატუსის დამადასტურებელი წარწერები. სტაბილური პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნებში, როგორც წესი, ლითონის ფულის გამოშვებას არეგულირებს სახელმწიფო.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები